ივანიშვილის პრორუსული, პროირანული რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: “ყველა ციხეში“.

"მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება ირანისა და ისრაელისკენაა მიპყრობილი, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი კი სასჯელს ელოდება, პრემიერ-მინისტრი კობახიძე კი საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს: "ყველა ციხეში“, - წერს ზურაბიშვილი.