უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 016 720 (+970) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.06.25-მდე: ტანკები – 10 969 (+1), ჯავშანტექნიკა – 22 896 (+4), საარტილერიო სისტემები – 29 630 (+13), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1425 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1188 (+0), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42 240 (+87), ფრთოსანი რაკეტები – 3388 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 53 284 (+89), სპეციალური ტექნიკა – 3921 (+0).

26 ივნისს ფრონტზე 139 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე მეტი ბრძოლა იყო პოკროვსკის მიმართულებით. რუსებმა 39-ჯერ სცადეს ამ მიმართულებით უკრაინის თავდაცვის გარღვევა.