ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის სტივენ ჩუნგის განცხადებით, დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა დაკრძალვის ცერემონიის წინ.

როგორც ჩუნგმა აღნიშნა, შეხვედრის შესახებ მეტი დეტალი მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვიც.

Sky News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი და ტრამპი რომის პაპის დაკრძალვის შემდეგ  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.