საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციური ლიდერების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი - ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე.

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს პეტერ ფიშერი.