"ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლებას მოკავშირეები არასდროს არ ეყოლება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორ მნიშვნელოვან რაღაცაზე უნდა დაიწყოს პარტიამ მუშაობა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლებას მოკავშირეები არასდროს არ ეყოლება. ორ მნიშვნელოვან რაღაცაზე უნდა დაიწყოს პარტიამ მუშაობა - ამომრჩეველი უფრო მეტად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში და მეორე - პარტია იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. ამას სჭირდება რეფორმა და სჭირდება ის, რომ პარტიამ სხვანაირად დაიწყოს ქმედებები. საუბარია იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო მეტად უნდა გაიხსნას იმიტომ, რომ ეს პრობლემა რეალურად, გვაქვს. არ შეიძლება, არსებული შედეგებით ვიყოთ კმაყოფილი. მათ შორის, ჩვენი წილი ამ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს.

იმდენად სულ გვიჭერდნენ, რომ პარტიამ ვერ მოახერხა ვერასოდეს, რომ ასე ღია ყოფილიყო ამომრჩეველთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" უნიკალური შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა ანა წითლიძემ.