რეზოლუციის პირველი მონახაზი დაიდო, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ საპარლამენტო სესიაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

"სტრასბურგში ბოლო ამბავი არის ის, რომ რეზოლუციის პირველი მონახაზი დაიდო, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ საპარლამენტო სესიაზე. ამ რეზოლუციაში საუბარი არის საქართველოში შექმნილ მძიმე მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, საუბარია ყველა იმ პრობლემებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მოთხოვნები, რომელსაც უყენებენ დე ფაქტო ხელისუფლებას, არის ის, რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი. 

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ უნდა დაისაჯონ  ის ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ და მონაწილეობენ ძალადობაში და საუბარია იმაზე, რომ აპრილამდე დროებით აძლევენ უფლებამოსილების ნაწილს ივანიშვილის დელეგაციას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ კომუნიკაცია დროებით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.