ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელარუსს არ უდებს ტოლს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის თანახმად:

"ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, "ოცნებას" აქვს შემდეგი პირობები:

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;

პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;

მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;

რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;

განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.

P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!", - წერს ნიკა გვარამია.

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია 114 ხმით მიიღო.