"ქართული ოცნებისთვის" ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისივე თქმით, ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს.

"ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად.

ამავდროულად  ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას  მმართველი გუნდის მისამართით:  3 თვე ეძლევა მას,  რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა...

"ქართული ოცნებისთვის" ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია! ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.