აუცილებელია დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს.

"საქართველოს მეგობრების“ ქსელი შეიკრიბა. ჟიგიმანტას პავილიონისის და ჩემი ინიციატივით, ევროკავშირის, აშშ-ის, უკრაინის პარლამენტის წევრები, ექსპერტები შეუერთდნენ თანამოაზრეთა ჯგუფს, რათა დაეხმარონ ქართველებს ხმის მიცემის უფლებისა და ქვეყნის ევროპული გზის დაბრუნებაში. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემოგვიერთდა.

მისი უფლებამოსილება მთავრდება 29 დეკემბერს და ყველაზე ნეგატიური სცენარი იქნება, თუ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ახალი პრეზიდენტი გამოაცხადებს საომარ (საგანგებო) მდგომარეობას, დააპატიმრებს პრეზიდენტს, გააძევებს ხალხს და საქართველო ღიად დიქტატურის გზას დაადგება. თუმცა, მეორე მხრივ, ერი ფეხზე დგას, როგორც არასდროს, რეჟიმი რეალურად თავს ძლიერად არ გრძნობს, ამიტომ დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, აუცილებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა. დახმარება საჭიროა ახლა, 29 დეკემბრამდე.

აქ ლიეტუვის ლიდერობაც შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის მთავარი მოთხოვნები:

1. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იყო აღიარებული;

2. პარლამენტი გამოცხადდეს არალეგიტიმურად;

3. სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ხალხის მიერ;

4. არსებული სიტუაციის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.

შეთავაზებები:

1. სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის პასუხისმგებელი პირების მიმართ ყველა დონეზე;

2. სახელმწიფოსა და მთავრობის წევრების ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნებისთვის;

3. პარლამენტის წევრების რეგულარული ვიზიტები;

4. დიდი კონფერენცია თბილისში;

5. საპარლამენტო დელეგაციების არაღიარება საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებში;

7. ევროპული საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ყველა მედია არხზე;

8. საერთაშორისო მედიის ყურადღების მოპოვება საქართველოსთვის.

წარმატებები ევროპარლამენტარ დაინიუს ჟალიმასს, რომელიც თბილისში ჩავა საშობაო დღესასწაულების შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს ევროპარლამენტარი.