ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

"ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა ნდობა, აღიარება დაიბრუნოს და ევროპული მომავალი უზრუნველყოს, ის, რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა", - წერს ევროკომისარი.