სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა. 

მას და ვლადიმერ პუტინს შორის კრემლში შეხვედრა მიმდინარეობს.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვში აპირებდა წასვლას და მისი ვიზიტი თითქოს დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინა 2025 წლის 1 იანვრიდან შეაჩერებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში.