არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას, ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველი "პრემიერ-მინისტრი" (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა.

ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველ პარტიას, ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება".
წერს ლუაზო.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.

"ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში", - განაცხადა კობახიძემ.