მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ახლა მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ პირველ რიგში - მე რას გავაკეთებ: მე ვრჩები ერთგული, ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც ერთგულია იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. ვარ და ვიქნები ერთგული იმ ხალხის, რომელიც აქ დგას და არა მხოლოდ ამ ხალხის. არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები.

მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. მე ველოდები პასუხს, ეს ყველაფერი ნათელი რომ იყოს, სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა და დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს ხმაც დაგვიპატიმრეს. არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.