აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს და ეს ნაბიჯი თითქოს მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის უფრო სწრაფად დასრულებას.

"ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც მინდა და სწრაფად, არის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, რომელმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი", - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საშინელია და  ეს არ მოხდებოდა, რომ ის პრეზიდენტი ყოფილიყო.

"ეს ომი საშინელია, საშინელი. არავის უნახავს მსგავსი რამ. ჩვენ ვხედავთ ციფრებს, რომლებიც უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ეს უაზროა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არასდროს მოხდებოდა", - განაცხადა ტრამპმა.