გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა. აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! ბანდფორმირებები, მარბიელები, მწამებლები ქუჩაში დათარეშობენ და არანაირი სახელმწიფო, არანაირი სამართალი აღარ არსებობს!

გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.