აღარაფერი აღარ მიკვირს. ფაქტი, რაზეც ისაუბრა თინა ბოკუჩავამ, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ სურათს, რაც ამ ქვეყანაში არის, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური რეპრესიის იარაღი.

"ეს არის პოლიტიკური რეპრესიის იარაღი, დღევანდელი ფაქტი, რაზეც ისაუბრა, თინა ბოკუჩავამ კიდევ უფრო ამძაფრებს იმ სურათს, რაც ამ ქვეყანაში არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის ქმარს იტაცებენ და აყენებენ უმძიმესი ზეწოლის ქვეშ, აშანტაჟებენ ოჯახის სამი შვილის სიცოცხლის მოსპობით. აღარაფერი აღარ მიკვირს. 

ასევე, ამ კომისიის მთავარი მიზანი არის რეპრესიები, პარტიების აკრძალვა და 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება. თეა წულუკიანი ამაზე მუშაობს  და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ლეგიტიმური პარლამენტი შექმნის შესაბამის საგამოძიებო კომისიას "ქართული ოცნების" ღალატის წინააღმდეგ და მოუწევს ქალბატონ თეას იქ მოსვლა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.