არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა.

“ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა”, -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.