დაგვასვამენ მორიგ ლადო კახაძეს თავზე პრეზიდენტად, რომელიც ხელებს აულოკავს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანაა, როგორ მოვიშოროთ ეს ადამიანები და როგორ გავრეკოთ ისინი ამ ქვეყნიდან, - ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ინსტიტუტები აღარ არსებობს.

"ამ მიტაცებული არჩევნების შემდეგ, გააზრებული უნდა იყოს, რომ სახალხო დამცველი და სასამართლო კი არა, ძალიან მალე ქვეყანაში შეიძლება, აღარ არსებობდეს მედია, ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, თავისუფლების კუნძული, რომელიც არსებობს.

შევეგუოთ, რომ ინსტიტუტები არ გვაქვს, შევეგუოთ, რომ ამ ქვეყანას მართავს რეჟიმი და ამის წინააღმდეგ უნდა მიიმართოს ჩვენი ძალა და რესურსი. ეს არის ჩაბეტონებული რეჟიმი. 

ვინც იმ პარლამენტში იჯდა, ყველა არის რეჟიმის წარმომადგენელი, ამიტომ, მთავარი ჩემი საზრუნავი არის ის, თუ რეალურად როგორ უნდა შეიცვალოს რეჟიმი და ვითარება.

დაგვასვამენ მორიგ ლადო კახაძეს თავზე პრეზიდენტად, რომელიც ხელებს აულოკავს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანაა, როგორ მოვიშოროთ ეს ადამიანები და როგორ გავრეკოთ ისინი ამ ქვეყნიდან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.