ის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა არჩევნების არაღიარება, თავისთავად ეს პრობლემა ექნება ამ კოლეგიას და ამ კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 300-კაციანი კოლეგია აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კოლეგიაში კი პარლამენტის 150 დეპუტატიც შედის.

"300-კაციანი კოლეგია ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ამ კოლეგიაში კი შედის პარლამენტის ყველა წევრი, ამ ეტაპისთვის 150 დეპუტატი. ესენი არიან ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და 109 წევრი, რომელიც უნდა შეირჩეს ადგილობრივი საკრებულოებიდან გეოგრაფიული და პარტიული პროპორციით. 

პარლამენტის წევრთა რაოდენობა თუ 150-ს ჩამოსცდა, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობიდან შეივსება ის 300 ხმოსანი. როგორც წესი, იმ დღესვე ინიშნება საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური. პრეზიდენტის ინაუგურაცია კი არჩევნებიდან მე-3 კვირას იქნება.

ის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა არჩევნების არაღიარება, თავისთავად ეს პრობლემა ექნება ამ კოლეგიას და ამ კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ თუ არაკონსტიტუციურადაა არჩეული პარლამენტი, შესაბამისად, მისი ყველა გადაწყვეტილება არის პრობლემური. 

გასაგებია, რომ მაინც ჩატარდება არჩევნები, მაგრამ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როცა დაასრულებს საქმის განხილვას, შეიძლება იქ რაღაც ფორმით აღინიშნოს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს მას მერე განხორციელებულ პარლამენტის საქმიანობას", - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.