რაც შეეხება გიორგი  გახარიას, დღეს გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ამოცანა პარლამენტის არაღიარების პოლიტიკააო. ამისთვის კი სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმაა საჭირო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობების ჩაჭრაა ახლა მთავარი ხელისუფლებასთან, რათა პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიეცეს.

"ღიად ვეუბნები ყველას, მზად ვარ შეგხვდეთ და მოვისმინო თქვენი მოსაზრება. პროტესტი არ არის ერთდღიანი, ეს განგრძობითია და აუცილებლად დადგება ის დღე, როცა გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. დავსხდეთ, არავის გემალებით, დამირეკეთ და ვისაუბროთ.

რაც შეეხება გიორგი  გახარიას, დღეს გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ამოცანა პარლამენტის არაღიარების პოლიტიკააო. ამისთვის კი სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმაა საჭირო, სხვა შემთხვევაში, იტოვებ სამართლებრივ კავშირს ამ არალეგიტიმურ ორგანოსთან, რითაც პირდაპირ დარტყმას აყენებ არაღიარების პოლიტიკას. თუ რამემ შეიძლება ამ მხრივ პრობლემა შექმნას, ეს არის ის, რომ ვინმე გამოვიდეს ისეთი, ვინც არ ჩაჭრა საკუთარი მანდატი.

თვითმარქვია პარლამენტს უნდა, რომ დანიშნოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ასევე თვითმარქვია და არალეგიტიმური იქნება. აქედან გამომდინარე, ახლაა ის გადამწყვეტი მომენტი, როცა შენ უნდა ჩაჭრა ყველა ურთიერთობა "ოცნების" მხარესთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.