მიზანი პროტესტის გაგრძელებაა, შეურიგებლობის ჩვენება, წინააღმდეგობის დემონსტრირება, ეს არის აუცილებელი. გუშინდელი მცირერიცხოვანი პროტესტიც მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმურად არავინ ცნობს.

"ჩვენ გვინახავს უზურპატორები ქვეყანაში და ისინი ამთავრებენ ისე, როგორც ეკუთვნით. ამიტომ, გუშინდელი დღე არის ძალიან სევდიანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ეს არის რიგითი დღე, როცა "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ ის არის ხელისუფლების უზურპატორი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი სახის ჩვენებისთვის. 

მიზანი პროტესტის გაგრძელებაა, შეურიგებლობის ჩვენება, წინააღმდეგობის დემონსტრირება, ეს არის აუცილებელი. გუშინდელი მცირერიცხოვანი პროტესტიც მნიშვნელოვანი იყო, ეს არ იყო ფუჭი, ეს იყო აუცილებელი და შემადგენელი ნაწილი, რომელიც უნდა გავაგრძელოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების მიმართ მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს თავის ფუნდამენტურ უფლებას. განუწყვეტელ პროტესტს მოაქვს შედეგი და მოიტანს ახლაც. 

მთავარი არის ის, რომ არავინ არ შევა პარლამენტში, ისინი იქნებიან მარტო. ჩვენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ მოხდეს ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.