დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე გერმანიის ელჩის ნაცვლად გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მიწვეული.

ლევან მახაშვილი განმარტავს, რომ თავად საელჩოს გადასაწყვეტია ცერემონიას ელჩების დონეზე დაესწრებოდნენ თუ წარმომადგენლების დონეზე.

"დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მოწვეული, თავად საელჩო გადაწყვეტს უკვე შემდგომ ელჩის დონეზე იყოს წარმოდგენილი თუ სხვა ადამიანის დონეზე. თითოეული ელჩი შეიძლება ან საქართველოში არ არის, თუ სხვა დღის წესრიგი ჰქონდა მე ვერ გეტყვით. თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო ამ ღონისძიებაზე მოწვეული, ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

26 მაისის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.