დღეს იქნება ბევრი ხალხი, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ, ერთად ვგეგმავთ და ვცვლით, ერთად ვმოქმედებთ და ერთად გადავარჩენთ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აქციაზე ხალხს გეგმებზე გაესაუბრებიან.

"დღეს იქნება ბევრი ხალხი, დარწმუნებული ვარ. ჩვენი გეგმები, ბუნებრივია, რომ არის, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხთან ერთიანი მოქმედების გეგმაზე ვისაუბრებთ.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი გეგმები ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით არ გვაქვს და ყველას მოვუწოდებთ და პირველ რიგში, ხელისუფლებას და მის პროვოკატორებს, რომ ამისგან თავი შეიკავონ. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ, ერთად ვგეგმავთ და ვცვლით, ერთად ვმოქმედებთ და ერთად გადავარჩენთ ამ ქვეყანას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს. მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.