ჩვენ შევთავაზებთ ხედვას ძირითად პრობლემებზე, ასევე გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ სტრატეგია, რითაც უნდა შესრულდეს პოლიტიკური მოთხოვნები.

"ჩვენ შევთავაზებთ ხედვას ძირითად პრობლემებზე, ასევე გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. ასევე, ჩვენ ღიად ვიტყვით, რას ვაპირებთ, მათ შორის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების გასაგონად. მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველ ხალხს ვეტყვით, როგორი იქნება სტრატეგია და კამპანია, რითაც, საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას: ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალია სამართლიანი არჩევნები და არა, ბიძინა ივანიშვილის არჩევნები, რომელსაც არჩევნები არ ჰქვია”, - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

დღეს ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს. მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.