2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას, - ამის შესახებ IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ პროცესს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე.

"26 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა მე-11 არჩევნები ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას. ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ პროცესს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე", - განაცხადა დენიელ ტვინინგმა.