ჩვენი მისია ასევე ადევნებს თვალყურს იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიწვიოს „უცხოური გავლენის“ კანონი, ამ კანონის მიღება არის საფრთხე ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, - ამის შესახებ IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განახორციელოს რეფორმები, იმისთვის, რომ დაბალანსდეს პოლიტიკური წარმომადგენლობა კომისიების დონეზე. 

"ჩვენი მისია ასევე ადევნებს თვალყურს იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიწვიოს „უცხოური გავლენის“ კანონი, ამ კანონის მიღება არის საფრთხე ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, რომელიც ავიწროებს სივრცეს ყველასთვის და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ასევე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განახორციელოს რეფორმები, იმისთვის, რომ დაბალანსდეს პოლიტიკური წარმომადგენლობა კომისიების დონეზე. ადამიანები უკვე აღარ ენდობიან ცესკოს, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცესკომ უნდა გააუქმოს ის თვითნებური კრიტერიუმები, რომლებიც უშლის ადამიანს ხელს, თუ სად მისცეს ხმა. ასევე, უბნის და ოლქის თავმჯდომარეები უნდა დაექვემდებარონ დეტალურ შემოწმებას იმისთვის, რომ დარწმუნდეს ყველა, რომ ამ კომისიის წევრებს არ აქვთ რაიმე სარგებელი მთავრობიდან მიღებული“, - განაცხადა დენიელ ტვინინგმა.