კონსტიტუცია დაგვახია თავზე რუსმა ოლიგარქმა და სასამართლოში ჩაბუდებულმა კლანმა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია 12-დღიან სასჯელს მარნეულის დროებით იზოლატორში მოიხდის.

"არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ჩვენ ვიცოდით, რომ სპექტაკლში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც როლები იყო განაწილებული. გვყავდნენ "ომონის" წარმომადგენლები, მანტიაში ჩაცმული პირი, რომელსაც მოსამართლის როლი ჰქონდა მორგებული, თუმცა ვიცით, რომ ორივე სისტემა ემსახურება რუს ოლიგარქს და ამ ქვეყნის გარუსებას. დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მიაღწევენ.

თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებით მძლავრ პროტესტს ჩაახშობს, ძალიან ცდებიან.

ჩვენ მოვითხოვეთ პროცესის გადადება, მაგრამ რაც სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ყველაფერი ცხადი იყო. კონსტიტუცია დაგვახია თავზე რუსმა ოლიგარქმა და სასამართლოში ჩაბუდებულმა კლანმა. 

გვარამიას ისევ მარნეულის  დროებით იზოლატორში გადაიყვანენ", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.