ის ოთხი კოალიცია, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენი თვალთახედვით მართლაც პროევროპული პარტიებია ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველას მოსმენა და სიმართლისა და ფაქტების დადგენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სანქციებს, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილი ადრეც იყო ნახსენები რამდენჯერმე, მაგრამ ახლა მოხდა სხვა გვარების დამატებაც, ვინც მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში.

"ის ოთხი კოალიცია, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენი თვალთახედვით მართლაც პროევროპული პარტიებია ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველას მოსმენა და სიმართლისა და ფაქტების დადგენა. ჩვენ გვქონდა ყოვლისმომცველი და ძალიან კარგი მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მე მიხარია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც ჩემი ჯგუფის ინიციატივა იყო, საერთოდ არ გახდა განხილვის საგანი და ყველა დაეთანხმა, ეს არის არჩევნების ხელახალი ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის მიერ, რისთვისაც, შესაძლოა უცხოეთიდან, სხვადასხვა, რესურსების გამოყენება, რადგან ჩვენ ხალხის ნამდვილი აზრი არ ვიცით. რაც შეეხება სანქციებს, ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილი ადრეც იყო ნახსენები რამდენჯერმე, მაგრამ ახლა მოხდა სხვა გვარების დამატებაც, ვინც მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.