მე გამიჩნდა კითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს. მე ვიკითხე, რამდენად რეალისტურია ეს, რადგან, ნამდვილად აღმაშფოთებელი განცხადებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში შევა ინდივიდუალური სანქციების მოთხოვნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე.

"მე გამიჩნდა კითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს. მე ვიკითხე, რამდენად რეალისტურია ეს, რადგან, ნამდვილად აღმაშფოთებელი განცხადებაა. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ რეზოლუცია, რომელსაც ჯერ საბოლოო სახე არ აქვს, ის ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა, რომ ენის მხრივ ის იქნება საკმაოდ მძაფრი და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ვერსიაში შევა ინდივიდუალური სანქციების მოთხოვნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.