ჩვენ ვიხილეთ ეს სკანდალური პროცესი არჩევნებამდე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც, აუცილებელია, რომ არსებობდეს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებს არ დაუმსახურებიათ მათი ქვეყნის გაწევრიანების შეჩერება და მოქმედი მთავრობა ვალდებულია, რომ ხალხის მისწრაფებებს პატივი სცეს.

"ჩვენ ვიხილეთ ეს სკანდალური პროცესი არჩევნებამდე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც, აუცილებელია, რომ არსებობდეს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანაში. მე იმედი მაქვს, რომ ეს მისია იქნება, არამხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკურიც. ქართველებს არ დაუმსახურებიათ მათი ქვეყნის გაწევრიანების შეჩერება და მოქმედი მთავრობა ვალდებულია, რომ ხალხის მისწრაფებებს პატივი სცეს“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.