მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ იქ იყვნენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვენდობი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტები, რომლებშიც არასდროს შემიმჩნევია, რომ ისინი რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებულები და ისინი იტყობინებიან მასობრივი გაყალბებების შესახებ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესებშია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში და თუ „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ, არაფრის უნდა ეშინოდეს.

"მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ იქ იყვნენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვენდობი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტები, რომლებშიც არასდროს შემიმჩნევია, რომ ისინი რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებულები და ისინი იტყობინებიან მასობრივი გაყალბებების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესებშია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში და თუ "ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ, არაფრის უნდა ეშინოდეს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სანქციებზე, რათა გავაანალიზოთ სიგნალი, რომ ყველაფერი შესაძლებელი არ არის, თუმცა, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის ხალხი, ვისაც ძალაუფლება აქვს საქართველოში, გადახედავს საკუთარ ქმედებებს“, - განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.