უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნების დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე. აქ, ბრიუსელში ყველა ასე ფიქრობს, გაიარეთ და ჰკითხეთ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უღალატა თავის პირობას, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს შეასრულებდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი ძალიან ძლიერ სიგნალს უგზავნის ქართულ საზოგადოებას.

"უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნების დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე. აქ, ბრიუსელში ყველა ასე ფიქრობს, გაიარეთ და ჰკითხეთ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უღალატა თავის პირობას, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს შეასრულებდა. ევროკავშირი არასდროს არ გაიზიარებს „ქართული ოცნების“ სტანდარტებს. ჩვენს კავშირს ბევრი რამ გამოუვლია, მათ შორის, ომებიც და ახლა გვინდა სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვროთ. თქვენც თუ გინდათ შემოგვიერთდით, მაგრამ, ჩვენ არ შევუერთდებით პრორუსული ქვეყნების ფრთას. ევროპარლამენტი ძალიან ძლიერ სიგნალს უგზავნის ქართულ საზოგადოებას, თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ე.ი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ხალხი, ვინც გააყალბა არჩევნები და ეს ხალხი უნდა იქნეს დასანქცირებული. ჩვენი რეზოლუცია პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, ჩვენ უნდა განვიხილოთ ნაბიჯები, თუ, როგორ ვიმოქმედოთ, რადგან თუ არ ვიმოქმედებთ, გამოდის რომ, არსებულ სიტუაციას ვუჭერთ მხარს, რაც არის გზა არსაით“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.