არასოდეს მომხდარა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შესახებ რაიმე მსჯელობაც კი. ეს იყო პირველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა სერიოზულად უყურებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა ითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას.

"ევროპა რეალისტურად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მათ ყველაფერი იციან. ისინი ითვალისწინებენ ქართველი ხალხის ინტერესს. არასოდეს მომხდარა ქართული დელეგაციის უფლებამოსილები შესახებ რაიმე მსჯელობაც კი. ეს იყო პირველი. ეს მხოლოდ რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის შემთხვევაში მოხდა.

ის, რომ საქართველოს საკითხი დადგა, ნიშნავს იმას, რომ ევროპა სერიოზულად უყურებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის, რომ უკვე მონიტორინგის კომიტეტმა მოთხოვნები ჩაწერა, რომელიც ეხება, როგორც ახალ არჩევნებს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დამნაშავეთა დასჯას, ეს ქმნის საფუძველს, რომ შეიქმნას პირობები საქართველოში ამ საკითხების აღსრულებისთვის", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.