გასაწევი სამუშაო, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე და დელიკატური საკითხი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი პირობითია.

"გასაწევი სამუშაო, რა თქმა უნდა, არსებობს, ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე და დელიკატური საკითხი. საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი პირობითია. შენ, როდესაც შედიხარ რომელიმე ორგანიზაციაში, მისი წევრი ხარ და იღებ ვალდებულებას, მოიქცე შესაბამისად. თუ ასე არ მოიქცევი, ბუნებრივია, რომ პირობებს არღვევ და ან სანქციებია, ან პრივილეგიების შეწყვეტაა და ამიტომ დაიწყო დისკუსია, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი ხომ არ ამოქმედდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ასე მწვავედ არ დგას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.