დღესვე, ამ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 15:00 საათზე, გეტყვით ზუსტად რა გეგმები გვაქვს 24-ში და 25-ში და როგორ ვიმოქმედებთ ჩვენი პროტესტის გამოსახატავად, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლები არ უნდა გამოიყენებოდეს სპეცრაზმების მიერ ხალხის დასარბევად.

"ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტები და ახალგაზრდები ცხოვრობდნენ ქვეყანაში, სადაც მათი უფლებები დაცულია და გვინდა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არ გამოიყენებოდეს სპეცრაზმების მიერ ხალხის დასარბევად. ამიტომ, ვიკრიბებით, სიმბოლურია, რომ კვლავ უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც იქ არიან უკვე რამდენიმე დღეა. დღესვე, ამ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 15:00 საათზე, გეტყვით ზუსტად რა გეგმები გვაქვს 24-ში და 25-ში და როგორ ვიმოქმედებთ ჩვენი პროტესტის გამოსახატავად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ.