ეს არის ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მთავარი მცდელობა, პირველი ხაზია პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების შემდეგ იქნება ქუჩის პროტესტის კიდევ უფრო ძალადობრივი დაშლა.

"ეს არის ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მთავარი მცდელობა. პირველი ხაზია პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები. მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვხედავთ ერთადერთ შესაძლებლობას -  შესაძლოა, ახლა არის ძალათა კონსოლიდაციის ბოლო შანსი. ივანიშვილს განაჩენი გამოტანილი აქვს, პოლიტიკოსების შემდეგ იქნება ქუჩის პროტესტის კიდევ უფრო ძალადობრივი დაშლა, თავისუფალი მედიის ბოლომდე შეზღუდვა, ყველა თავისუფალ უნივერსიტეტსა და კერას მიადგება, ამის შემდეგ თავისუფალი ბიზნესის ნარჩენები რაც არის, იმასაც გადაუვლის. ეს არის ივანიშვილის მარტივი სქემა. საქართველო ექცევა სრულმასშტაბიან იზოლაციაში. ივანიშვილი ემზადება ქვეყნის დასაკეტად. ეს არის ასევე ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშს და განცხადებაზე. ყველა ანგარიშის დროს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით, მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და დემოკრატიული საზოგადოება, ვისაც არ გვინდა ივანიშვილის მონობაში ცხოვრება, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, ან ჯანსაღი პოლიტიკურ პარტიები, თავისუფალი საზოგადოება, მედია, თავისუფალი მოქალაქეები ერთიანდებიან საერთო მიზნით, პოლიტიკური კონტურების და ეგოების თამაში დამთავრებულია, ან ივანიშვილი მიაღწევს იმას, რაც უნდა, დაამყარეს დიქტატურას", - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.