ივანიშვილს იმ დონეზე აქვს ნდობის კრიზისი საკუთარი გუნდის მიმართ და იმ დონეზე აქვს შიშები საკუთარი უსაფრთხოების, რომ ჩამოკიდებული ხდება ნელ-ნელა მხოლოდ და მხოლოდ კობახიძეზე, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს.

"ივანიშვილს იმ დონეზე აქვს ნდობის კრიზისი საკუთარი გუნდის მიმართ და იმ დონეზე აქვს შიშები საკუთარი უსაფრთხოების, რომ, ფაქტობრივად, ჩამოკიდებული ხდება ნელ-ნელა მხოლოდ და მხოლოდ კობახიძეზე. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოზიციების სისუსტეზე შეიძლება, მიუთითებდეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეს ერთ-ერთი გამორჩეულად კორუმპირებული და პრობლემებით სავსე უწყება იყო. მხოლოდ და მხოლოდ რიკოთის გზის მშენებლობას მთავარი სტრატეგიული საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ იქ არაერთ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა დროის. საუბარია თანხების გაფლანგვაზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მას რევაზ სოხაძე შეცვლის. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.