ბიძინა ივანიშვილი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ. მისთვის არ არსებობს მათ შორის, ხელისუფლების და რეჟიმის მიერ დაცულობის გარანტიები, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე ვერავის ვერც დანიშნავენ და ვერც მოხსნიან.

"რეჟიმის ერთი წარმომადგენელი ანაცვლებს მეორეს. ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმის მოქმედება, მაგრამ რაც არის საგულისხმო ამ ყველაფერში, მათ შორის ლილუაშვილის გადაყენება, ოხანაშვილის დანიშვნა და ასე შემდეგ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ. მისთვის არ არსებობს მათ შორის, ხელისუფლების და რეჟიმის მიერ დაცულობის გარანტიები. ეს ჩანს. ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე ვერავის ვერც დანიშნავენ და ვერც მოხსნიან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.