აღნიშნული დაკავება არ არის სამართლებრივი, ეს დაკავება არის პოლიტიკური, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ცანავას ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს წინაშე ლაშა ცანავას წარდგომის შემდეგ საზოგადოება დეტალებს გაიგებს.

"აღნიშნული დაკავება არ არის სამართლებრივი, ეს დაკავება არის პოლიტიკური და სწორედ ამიტომ იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს.

უფრო კონკრეტულად, როდესაც  ლაშა ცანავა გამოვა სასამართლოში, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს მოჰყვება და საზოგადოება ზუსტად გაიგებს - რატომ დააკავეს ლაშა ცანავა, რატომ დაიწყეს ლაშა ცანავას საქმის შეკერვა და რატომ არის ლაშა ცანავა პოლიტიკურად დაკავებული", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.