წულუკიანს მივმართავ -  მაინც არ გვეშინია. ყველამ ხომ იცის, რამხელა ბოროტებაა თვითონ წულუკიანი, რამხელა ბოროტებაა რუსი ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს ქვეყანა გააუქმონ.

"მე ვფიქრობ, ყველანაირი სიტყვები ზედმეტია. წულუკიანს მივმართავ -  მაინც არ გვეშინია, ყველამ ხომ იცის, რამხელა ბოროტებაა თვითონ წულუკიანი, რამხელა ბოროტებაა რუსი ბიძინა ივანიშვილი და ეს რეჟიმი. ჩაფიქრებული აქვთ, რომ ეს ქვეყანა გააუქმონ. ადამიანებს დაუტოვონ არჩევანი - იცხოვრონ მორჩილებაში, ან ემიგრაციაში წავიდნენ, ან ციხეში.

მე არ მეშინია ამ სიტყვის თქმა და მივმართავ რუსულ რეჟიმს - მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მათ დაამხობთ. ყველას ვერ დაიჭერთ, ხომ? და თუ ყველას დაგვიჭერს, კიდევ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. ჩვენი გზა არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, მობილიზაცია და კონსენსუსი. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა, რომ გადავრჩეთ, როგორც ქვეყანა, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ეს არ გვექნება", -  განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ოპოზიციონერ ლიდერებს ხელბორკილები კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისთან დაადეს. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა დღეს შეუფარდა. ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

დღესვე 7-თვიანი პატიმრობა შეეფარდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძეს და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.