“მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ”, ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ”, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი.

“ძალოვანი (შსს-სუსი)  უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო…  დამატებით “სიმძაფრისთვის” გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები …

სუსის, ოხანაშვილ - მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს “ამოვუწვავ”… ასე გავაკეთებ პირობას გაძლევთ”, - წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.