მოძრაობა არის რევოლუცია, უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა. მოძრაობა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, ქუჩასთან, სიარულთან. ყველა დიდი პროტესტი იწყება პირველი ხმით, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დიდი გასეირნება იწყება პირველი ნაბიჯებით და ეს დღეები ისტორიული იქნება.

"მოძრაობა არის რევოლუცია, უძრაობა არის ჭაობი და ქოცობა. მოძრაობა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, ქუჩასთან, სიარულთან. ყველა დიდი პროტესტი იწყება პირველი ხმით, ყველა დიდი გასეირნება იწყება პირველი ნაბიჯებით და ეს დღეები, ამ თვალსაზრისით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული იქნება და საქართველო, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს და მიაღწევს იმ მიზანს, რისთვისაც იბრძვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.