საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან ამ შეთანხმების არაერთი მუხლია დარღვეული. ეს ევროპის კავშირს აძლევს იმის საფუძველს, რომ საქართველოსთან ამ შეთანხმების შეჩერება განიხილოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მუხლებს, პირობებს რომელიმე მხარე არღვევს, ბუნებრივია, რომ მეორე მხარე განიხილავს შესაბამის ქმედებებს. 

"თუ მუხლებს, პირობებს რომელიმე მხარე არღვევს, ბუნებრივია, რომ მეორე მხარე განიხილავს შესაბამის ქმედებებს.  

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან ამ შეთანხმების არაერთი მუხლია დარღვეული. მუხლები, რომლებიც თუნდაც, უკანასკნელი გადაწყვეტილებებით დაირღვა, ბუნებრივია, ევროპის კავშირს აძლევს იმის საფუძველს, რომ საქართველოსთან ამ შეთანხმების შეჩერება განიხილოს", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.