ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები, ან სამშობლო, ან ბიძინა, ასეთია არჩევანი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, ეს საქართველოს დე ფაქტო პრემიერის წერილია ამერიკის პრეზიდენტისადმი. თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები.

ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა - ასეთია არჩევანი“,- წერს ნიკა გვარამია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა, სადაც საუბარი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ხელისუფლების წევრების სანქცირებაზე და სხვა თემებზეა.