ხელახალ არჩევნებს მიაღწევს ეს ხალხი, იმიტომ, რომ ძალაუფლებას გასცემს ხალხი და ძალაუფლებას ართმევს ხალხი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუცია დაარღვია "ოცნებამ" არჩევნების მიტაცებით.

"ხელახალ არჩევნებს მიაღწევს ეს ხალხი, იმიტომ, რომ ძალაუფლებას გასცემს ხალხი და ძალაუფლებას ართმევს ხალხი. როდესაც "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს მოიპარა არჩევნები, დაარღვია კონსტიტუცია, მიითვისა ხელისუფლება - ეს არის ყველაზე  დიდი დანაშაული. 

მათ დაარღვიეს 78-ე მუხლი და გაწყვიტეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და დაიწყეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. 

პრეზიდენტმა ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ბიძინა ივანიშვილს 29-მდე მისცა კიდევ ერთი შანსი. ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი ამ კრიზისიდან, მაგრამ არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ დღეს "ოცნებაში" ამისთვის მზად არიან.  

ჩემი ინფორმაციით, თებერვალში აშშ-ში მიღებული იქნება "მეგობარი აქტი". თებერვალში ძალას შეიძენს ის ყველაფერი, რაც ეხება სანქციებს ივანიშვილიდან დაწყებული ყველა ხელმძღვანელი პირის მიმართ " , - განაცხადა დავით გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.