რუსული პროპაგანდა ცდილობს, საქართველოში დანერგოს შემოჭრის, ომის განახლების შიში, რომელიც ახლა უკვე მეორე ფრონტის გახსნის შიშით ინერგება, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროპაგანდა უკანასკნელი წლებია, ცდილობს, საქართველოში შეამციროს დასავლური სენტიმენტები და გააღვივოს რუსეთისადმი ლოიალური განწყობა.

"რუსული პროპაგანდა ცდილობს, საქართველოში დანერგოს შემოჭრის, ომის განახლების შიში, რომელიც ახლა უკვე მეორე ფრონტის გახსნის შიშით ინერგება და ძირითადად დაკავშირებული არის იმ ლეგენდასთან, თითქოს დასავლეთი აწარმოებდეს სხვადასხვა ქვეყნებში ომს რუსეთის წინააღმდეგ და მათ შორის, ე.წ. "დიფ სთეითის" მეშვეობით საქართველოშიც ეს ომი აწარმოა დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ.

სწორედ ამიტომ, პროპაგანდა უკანასკნელი წლებია, ამას ნერგავდა საქართველოში იმისთვის, რომ შეემცირებინა დასავლური სენტიმენტები და გაეღვივებინა რუსეთისადმი ლოიალური განწყობა. ამას ვერ მიაღწია პროპაგანდამ.

რუსული ოკუპაციის საფრთხე არსებობს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც კი", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.