საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს, - ამის შესახებ ზურაბიშვილი წერს სოციალურ ქსელში. 

მას 10 აპრილს საპროტესტო აქციაზე დგომას ედავებიან.

"აქტივისტად მოვინათლე დღეს.

მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.