"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი რუსთავის ციხესთან მივიდა და განაჩენის აღსრულებას დაელოდა.

ამ დროისთვის ის დაკავებულია. პოლიციამ ნიკა გვარამია სამმართველოში გადაიყვანა.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, მათ უთხრეს, რომ ნიკა გვარამიას ჯერ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანენ, შემდეგ კი მოხდება მისი რუსთავის ციხეში შესახლება.