პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გეუბნებიან დაზარალებულები, რომ გვინდა ამის გასაჯაროება, მათ ჰქონდათ უფლება, რომ გაესაჯაროებინათ, - ამის შესახებ "კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებულ კადრებზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში გამოძიება არ არსებობს.

"რატომ წაიღო პროკურატურამ სერვერები, მისთვის საინტერესო იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს ჩანაწერი, რომელიც შეეძლო, რომ წაეღოთ და ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო გამოძიებისთვის. სერვერი წაიღო ზუსტად იმიტომ, რომ ასლი არ დარჩენილიყო და ჰქონდეს ამ ჩანაწერის მანიპულაციის საშუალება და მის გარეშე ეს არ მოხვდეს არავის ხელში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გეუბნებიან დაზარალებულები, რომ გვინდა ამის გასაჯაროება, მათ ჰქონდათ უფლება, რომ გაესაჯაროებინათ. რაც შეეხება გამოძიების ინტერესებს, დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.