შს ახალი მინისტრი გელა გელაძე იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა.
შს ახალი მინისტრი გელა გელაძე იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა.
1748533711
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი."ევროპის იმ ქვეყნების მიღება, რომლებმაც გააკეთეს თავისუფალი არჩევანი, შეუერთდნენ ჩვენს კავშირს, არ არის მხოლოდ მორალური აუცილებლობა ევროპისთვის. ეს არის უფრო ძლიერი ევროპის წინაპირობა – სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში. უფრო დიდი, გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. ეს დაგვეხმარება დამოკიდებულების შემცირებაში. ეს უზრუნველყოფს, რომ მთელ ევროპაში გაძლიერდეს დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა გვეძახის. როგორც ეს 1989 წელს მოხდა, როდესაც ცვლილებების ქარმა მთელ ევროპაში დაუბერა. ყოველდღე ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, რას ნიშნავს ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ ვხედავთ მსხვერპლს, რომელზე წასასვლელად ხალხი მზად არის, ბოლო სამ-ნახევარი წელია. ასე რომ, დიახ, ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ არ უნდა გავუშვათ ის ხელიდან. უნდა ვუპასუხოთ ამ მოწოდებას უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და, იმედია, საქართველოსთვის, ყველასთვის, ვინც თავისი არჩევანი გააკეთა თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ჩვენს კავშირში, უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.შარლემანის საერთაშორისო პრიზი 1988 წლიდან ყოველწლიურად გერმანიის ქალაქ აახენში ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის გადაიცემა.
1748528606
ამჯერად, პლატფორმას მნიშვნელოვანი განახლება დაემატა — Ad Quality, ახალი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს ზუსტ მოლოდინებს უქმნის იმის შესახებ, თუ რა მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს ბანკი ბიზნესებს - სად და როგორ გავრცელდება მათ მიერ შექმნილი შეთავაზება.„ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებისთვის ვაჩენთ მეტ შესაძლებლობას, მისწვდნენ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდება, რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნული შეთავაზების შესახებ“, — აცხადებენ ბანკში.როგორ მუშაობს Ad Quality? ახალი მოდელი სხვადასხვა არხში შეთავაზების გამოჩენას შეთავაზების ტიპის, პირობების და სხვა პარამეტრების მიხედვით განსაზღვრავს. ამ სიახლით ბიზნესებს წინასწარ ეცოდინებათ, სად გამოქვეყნდება ინფორმაცია შეთავაზებაზე - საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში, სოციალურ ქსელებში, newsletter-ში თუ სხვა სივრცეში.საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას ბიზნესებისთვის. აღმოაჩინეთ სიახლეები საქართველოს ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ ბმულზე.ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების შეთავაზებები და იგი მრავალრიცხოვან მომხმარებელს — საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 600 000-მდე ადამიანს გაუზიარონ.Ads მენეჯერის პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.
1748528365
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე."განცხადება, რომელიც გავრცელდა ბაჩიაშვილის ვითომდა მწვანე ზოლში არსებობის შესახებ, არის მტკნარი სიცრუე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ის არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე.არავითარი სამართლებრივი პროცედურა - ექსტრადიცია, ან ასე შემდეგ, არ განხორციელებულა მის საქმესთან დაკავშირებით. საუბარი არის ადამიანთა ჯგუფზე, რომლებსაც შეუძლიათ, რომ "აირზენას" თვითმფრინავი გადააფრინოს ერთი ქვეყნიდან მეორეში, რომელთაც შეუძლიათ, რომ ამ ფორმით მიიღონ ადამიანი საკუთარ ბორტზე და შემდეგ შეუძლიათ, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მედიის მეშვეობით და შეუძლიათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამყოფონ უკანონო პატიმრობაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
1748528089
"თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის №1-ში, ორი წელია 120 ოჯახი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებში. ეს ადამიანები, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველები, იძულებული გახდნენ შესახლებულიყვნენ მიტოვებულ შენობებში.ამ ოჯახებმა საკუთარი ძალებით, უმნიშვნელო რესურსებით, მოახერხეს შენობის პირობების მცირედი გაუმჯობესება - უზრუნველყვეს მინიმალური საცხოვრებელი პირობები, რომ თავი შეეფარებინათ. მათთვის ეს სივრცე ერთადერთი თავშესაფარი გახდა.ახლა კი ქალაქის მთავრობა მათ უცხადებს, რომ უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია, შესაბამისი უწყებები კი ძალის გამოყენებით აპირებენ მათ გამოყვანას.ბოლო თვეში უკვე დაიწყო აღსრულების პროცედურები, ადგილზე გამოჩნდნენ საპატრულო ეკიპაჟები და დემონტაჟის ბრიგადები, რაც ამძაფრებს ადამიანების შიშს და გაურკვევლობას.ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ დღემდე ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონია არც ერთი მცდელობა დალაპარაკებოდა ამ ხალხს - გამხდარიყო მედიატორი მეპატრონეს და მოსახლეობას შორის, რომ გამართულიყო მოლაპარაკება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისთვის.თბილისის მერია არაფერს ეუბნება იმ 120 ოჯახის 400-ზე მეტ წარმომადგენელს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებენ შენობებს, რა ბედი ელით მათ - რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს მუნიციპალიტეტი.ქალაქში, რომლის მერიც მუდმივად საუბრობს ურბანულ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიაზე, ადამიანების ასეთი მძიმე მდგომარეობის სრული უგულებელყოფა ადგილობრივი ხელისუფლების რეალურ სახეს აჩვენებს - მათ მოსახლეობა მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ, ისინი არ ზრუნავენ ადამიანებზე, ზრუნავენ მხოლოდ კორუფციაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე.მოვუწოდებთ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ე.წ. ხელისუფლებამ გამოიჩინოს ელემენტარული პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ოჯახებთან მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის საუბარი.ჩვენი ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დეპუტატები ვთავაზობთ სივრცეს და გამოვხატავთ ჩართულობის მზაობას ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა ხვედელიანმა.
1748527797
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 65%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.სატენდერო გარანტიით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს 1 500 000 ლარამდე კონტრაქტებისთვის, უზრუნველყოფის გარეშე. დამტკიცებისა და გააქტიურების პროცესი მომენტალურია და ტენდერის დასრულებამდე ბიზნეს მომხმარებლებს მის უზრუნველსაყოფად თანხის გაჩერება არ უწევთ.“საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება უცვლელი პრიორიტეტია. გარკვეული ფინანსური რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო/სსიპ ტენდერებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტია წარადგინონ. სწორედ მსგავსი საჭიროების მქონე კომპანიებს ვთავაზობთ სატენდერო გარანტიას უზრუნველყოფის გარეშე ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში 1 საათზე ნაკლებ დროში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, ბიზნეს მობილბანკში სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის, აუცილებელია განაახლოთ აპლიკაცია.სატენდერო გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1748524007
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მიიტაცა."ბაჩიაშვილის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ყველამ უნდა გამოიტანოს არის ის, რომ ეს კაცი, საბოლოო ჯამში, როცა დასჭირდება ყველას გაუსწორდება და დაუნდობელი იქნება მათ მიმართ.ვერ გეტყვით, რომ ამ ყველაფერში ჩემთვის რამე ახალია, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური იმპერიის შექმნის ისტორიებიც ძალიან ბევრ ეჭვთანაა დაკავშირებული. ეს ადამიანი არის ძალიან ბინძური წარსულის. მას რუსეთთან კავშირის გარდა სერიოზული კავშირები აქვს კრიმინალურ სამყაროსთან. სამწუხაროა, რომ 2012 წელს ასეთ ადამიანს მიანდო საკუთარი ბედი ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა. მან ამის შემდეგ მიიტაცა სახელმწიფო და იყენებს ყველა ინსტიტუციას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
1748521315
თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო. ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.
1748520900
მისივე თქმით, ჩიკვაიძის საქმეზე მზადდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი და ყველა მტკიცებულება იქნება იქ წარდგენილი."მნიშვნელოვანი სათქმელი მაქვს და მინდა გავახმოვანო გიორგი ჩიკვაიძის თხოვნით. პირველი ეხება მის საქმეს, რომელიც არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი. მზადდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი და ყველა მტკიცებულება იქნება იქ წარდგენილი. გიორგი ჩიკვაიძემ ჰელსინკის კომისიას ინფორმაციები მიაწოდა და ამის გამოც არის მასზე მომატებული ინტერესი გარკვეული ზეწოლის და სხვადასხვა მეთოდების გამოყენების. მისი დაცვის და უსაფრთხოების საკითხები უნდა გავაძლიეროთ. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან დღეს მითხრა, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს და პოლიტიკურ პროცესებში საკუთარი შესაძლებლობებით, როლით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ეს არის მისი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მყარად მაქვს მიღებულიო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.ბიზნესმენებს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.
დღეს თბილისში საპროტესტო მარშები გაიმართება
1748243369
ოჯახის ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდას ფუტსალის მატჩის შემდეგ პარკინგზე მეტოქე დახვდა და სცემა, ის ხელოვნურ კომაშია
1747493761
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748288422
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
1748203500
"დერეფანში ადამიანების საძებნელად წასული ირაკლი კობახიძე წარმოადგენს დღეს დამარცხებულ გუნდს"
1747397945